კვიპროსი ისრაელს საბადო "აფროდიტას" პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს

კვიპროსის რესპუბლიკის ხელისუფლება აპირებს, რომ იანვრის განმავლობაში ოფიციალურად მიმართოს ისრაელის ხელისუფლებას, რათა ბუნებრივი აირის საბადო „აფროდიტას“ დამუშავებაში ჩაერთოს. ამის შესახებ კვიპროსელმა მინისიტრმა კირიაკოს კუშოსმა განაცხადა.

„მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენი მხარე გაგზავნის წინადადებას ისრაელის ენერგეტიკის სამინსიტროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება პრობლემა საბადო „აფროდიტას“ ექსპლუატაციის“ - განაცხადა მან.

კუშოსმა ასევე აღნიშნა, რომ ათენში ხუთშაბათს გაფორმებული სამმხრივი ხელშეკრულების დროს, რომელიც გაზსადენ EastMed-ის მშენებლობას ითვალსიწინებს, კვიპროსის ხელისუფლებამ ისრაელელ კოლეგებთან განიხილეს ამ საბადოს დამუშავების საკითხიც.

საბადო „აფროდიტა“ კვიპროსის აღმოსავლეთით, უშუალოდ კვიპროსის ეკონომიკურ ზონაში მდებარეობს და ესაზღვრევბა ისრაელის კუთვნილ „ლევიატანის“ გაზის საბადოს. ექსპერტების შეფასებით, ამ ბლოკზე შესაძლოა, 100-დან 170 მლრდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი იყო.

კოკა კვირკველია