გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ Volkswagen AG და გერმანიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა გაერთიანებამ VZBV, "დიზელგეიტის" საქმის „მშვიდობიანად მოსაგვარებლად“ მოლაპარაკებები დაიწყეს.
როგორც ორივე კომპანიის ერთობლივ განცახდებაში წერია, VZBV და Volkswagen-ის მიზანია პრაგმატულ გადაწყვეტილებამდე მისვლა, კლიენტების ინტერესების დაცვით.
„მოლაპარაკებები კომპენსაციების შესახებ ჯერ ადრეულ სტადიაზეა. ხოლო საკითხი - მოხერხდება თუ არა, დარეგულირება ღიად რჩება“,- აცხადებენ მხარეები.
პრობლემის პოზიტიურად დარეგულირების შემთხვევაში, 444 ათასი მოსარჩელის შანსი, რომლებმაც ბრაუნშვაიგის სასამართლოს მიმართეს, იზრდება და ისინი სავარაუდოდ, „დიზელგეიტის“ გამო კომპენსაციას მიიღებენ - იუწყება Deutsche Welle.
როგორც ცნობილია, ამ პრეცენდენტული საქმის მოსამართლემ სექტემბერსა და ნოემბერში მხარეებს მოუწოდა, რომ დასხდნენ და დაიწყონ არსებითი მოლაპარაკებები საქმის დარეგულირების მიზნით.
2015 წელს ამერიკის ხელსუფლების მიერ ინიცირებული გამოძიების შედეგად, VW იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მის მიერ გაყიდულ 10 მილიონზე მეტ დიზელისძრავიანი ავტომობილის გამოსაბოლქვ სისტემაში ჩამონტაჟებული იყო ჩიპი, რომელიც გამონაბოლქვის მონაცემების მანიპულირების საშუალებას იძლეოდა.
„დიზელგეიტმა“ ავტომობილების მასიური გაწვევა გამოიწვია. VW-მა კი, ამერიკის ხელისუფლებასთან საჯარიმო და საკომპენსაციო თანხის დადგენა/გადახდაზე შეთანხმებას მიაღწია და მას ჯამურად 18 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწია.