ამერიკულმა კომპანიამ Uber Technologies Inc, რომელიც მომხმარებლებს ტაქსით მოსამხურებასა და საკვების მიწოდების სერვისს სთავაზობს, საკუთარი კონკურენტი კომპანია, ახლო აღმოსალეთის რეგიონში, Careem Networks 3,1 მლრდ დოლარად შეისყიდა.
როგორც Uber-ის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, Careem 100%-ით მათ კუთვნილებაში გადადის, თუცმა ბრენდი ნარჩუნდება. Careem-ის დამაარსებელი და დირექტორი მუდასირ შეიხი კი განაგრძობს კომპანიის მართვას. ბრენდს დარჩება არსებული დირექტორთა საბჭო, რომელშიც Uber-ის სამი წარმომადგენელი და Careem-ის ორი წარმოამდგენელი შევა.
Careem ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ტერიტორიაზე ოპერირებს, მათ შორისაა ისეთი მსხვილი ბაზრები, როგორიცაა: ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი და საემიროები.
Uber-ის მიერ Careem-ის შეძენა უმსხვილესი ტექნოლოგიური შეთანხმება გახდა მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.