ლუქს კლასის პროდუქციის გაყიდვები duty-free-ში იზრდება

2019 წლის განმავლობაში ლუქს-კლასის კატეგორიის პორდუქციის გაყიდვები მსოფლიოს აეროპორტებში 11%-ით - 17,5 მლრდ დოლარიდან 19,4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ამაზე უკეთესი დინამიკა მხოლოდ ონლაინ (+22%) და მონობრენდულმა მაღაზიებმა (+12%) აჩვენეს. მხოლოდ 1%-იანი ზრდა აქვთ სპეციალიზირებული გაყიდვების ცენტრებსა და 5%-იანი ზრდა სავაჭრო ცენტრებს.

აღნიშნულის შესახებ Adweek კვლევით კომპანია Bain & Company-ზე დაყრდნობით წერს.

მაღაზიათა ქსელ Duty Free-ს დირექტორმა მეიკლ პეინმა აღნიშნული ტრენდი განმარტა იმით, რომ ადამიანებს მეტი დროის გატარება უწევთ აერპორტებში და ამისგან მათ სარგებლის მიღება შეუძლიათ, ვინაიდან მოლოდინის დროს უფრო ეფექტურად ხარჯავენ. მისი თქმით, მგზავრებს რეალურად არჩევანიც მწირი აქვთ, რომ წავიდნენ კაფეში, უყურონ ფილმს, ან იშოპინგონ. ის მეორე მიზეზსაც ასახელებს - ეს არის ინფრსასტრუქტურის გაუმჯობესება. მისი თქმით, სულ უფრო მეტი მსოფლიოს აეროპორტი ახლდება და ისინი სულ უფრო ტევადი და კომფორტული ხდება.

ლუქს კლასის პროდუქციის გაყიდვების ზრდის ტენდენცია მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის მონაცემებითაც მყარდება - UNWTO-ს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-სექტემებრში მსოფლიოს ქალაქებმა 1,1 მლრდ ტურისტი მიიღეს, რაც 4%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ორგანიზაციის პროგნოზით, ტურისტული ნაკადების შემცირება მოსალდონელი არ არის და უკვე 2030 წლისთვის 1,8 მლრდ ადამიანი იმოგზაურებს მსოფლიოში.