პროდუქტები, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც დეკემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

  • ნიორი - 127.72%-ით;
  • წიწიბურა - 73.95%-ით;
  • საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
  • საზამთრო - 60.22%-ით;
  • ვაშლი - 50.34%-ით;
  • ატამი - 36.01%-ით;
  • მარილი - 32.65%-ით;
  • მანდარინი - 31.97%-ით;
  • ჭარხალი - 31.74%-ით;
  • ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 31.40%-ით.

თაია არდოტელი