ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
„მოთხოვნამ 115 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150%-ით, მაქსიმალური 9.350%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.198%-ით განისაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.