გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია „რედკოს დასახლებაში“ ქსელის დაზიანებით გამოწვეულ პრობლემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ამ დროისათვის, „რედკოს დასახლებაში“ წყლის მიწოდება ქსელის დაზიანებამ გამოიწვია. აღდგენის პროცესში ჩართული საავარიო ჯგუფები და სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. ექსპერტები წყალმომარაგების აღდგენას რამდენიმე საათში ვარაუდობენ.
ადგილზე იმყოფებიან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მობილიზებულია შესაბამისი საავარიო ჯგუფები და ტექნიკა, ვითარების დროულად გამოსასწორებლად.
გუდაურში, რედკოს დასახლებაში ბოლო დღეებში შექმნილ ვითარებასთან დაკაშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები. დღის განმავლობაში „რედკოს დასახლების“ 5 კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის სპეციალური, დიდ ტონიანი წყალმზიდებითა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდებოდა. დანარჩენი 3 კორპუსის მომარაგება წყლით ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ეს კორპუსები არ არიან უზრუნველყოფილნი წყლის ავზებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.