PwC 2020 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

საკონსულტაციო სააგენტოს PwC-ის ანალიტიკოსების აზრით, მსოფლიო ეკონომიკას 2020 წელს ე.წ. „სლოუბალიაზაცია“ - ზრდის ტემპების შენელება ელოდება.

PwC ექსპერტების აზრით, 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკა უფრო ნელა გაიზრდება, ვიდრე XXI საუკუნის საშუალო მაჩვენებელი - 3,8%. ისინი 2020 წელს გლობალური ეკონომიკის 3,4%-იან ზრდას პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის შენელებისა და მსოფლიო ვაჭრობაში შენარჩუნებული დაძაბულობის ფონზე გაჩნდება „სირთულეები მსოფლიო ეკონომიკური ჯაჭვის განვითარებაში და მის ინტეგრაციაში მსოფლიოს მასშტაბით“ - აღნიშნავს PwC.

ექსპერტები ოპტიმიზმის სფეროდ მიიჩნევენ მომსახურების სფეროს. მათივე აზრით, წელს მომსახურების სფეროს ექსპორტი გაიზრდება და მისი მოცულობა 7 ტრილიონი დოლარი იქნება. ამ სფეროს ლიდერებად კი დარჩებიან აშშ და დიდი ბრიტანეთი.

ექსპერტების აზრით, წელს რამდენიმე მილიონი ახალი სამუშაო ადგილიც შეიქმნება.

კოკა კვირკველია