როგორ ახერხებს 27 წლის მამაკაცი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობასა და სოლიდური თანხის გამომუშავებას

Business Insider აქვეყნებს სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ გახდა 27 წლის მამაკაცი მსოფლიოში ცნობილი მოგზაური და როგორ ახერხებს ის მოგზაურობისას სოლიდური თანხის გამომუშავებას.

იოჰანეს ლარსონი 27 წლის შვედი მამაკაცია, რომელსაც ადამიანების უმეტესობისთვის საოცნებო და იდეალური ცხოვრება აქვს - ის ახალგაზრდა, წარმატებული მოგზაურია, რომელიც წლებია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ამასთანავე, წარმატებული ბიზნესის მფლობელია.

ლარსონი აცხადებს, რომ როდესაც ის 15 წლის იყო, გააცნობიერა, რომ სკოლა მისთვის არ იყო და სურდა განათლების მიღებისა და სწავლის გაგრძელების ნაცვლად სხვა გზა აერჩია. მან 15 წლიდან ონლაინ ბაზრის შესწავლა დაიწყო და მას შემდეგ ყოველდღიურად მცირე თანხას გამოიმუშავებდა.

ლარსონმა მოგვიანებით პორტალი Financer.com დააარსა, სადაც ის საკრედიტო ბარათებისა და ანგარიშების შესახებ რჩევებს გასცემს.

ამასთანავე, ის ცნობილი მოგზაური და ბლოგერია, რისი მეშვეობითაც დამატებით თანხას გამოიმუშავებს.

დღეისათვის მისი კომპანია 42 ადამიანისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ მათ ოფისი არ აქვთ და მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან მუშაობენ. ამ დროისთვის თანამშრომლების ნაწილი კვიპროსში იმყოფება, სადაც კურორტზე დასვენებასთან ერთად ისინი ონლაინ მარკეტინგში არიან დასაქმებულები.

ბექა ბერიაშვილი