Chevron-მა ერაყიდან საკუთარი თანამშრომლები გაიყვანა

ამერიკულმა სანავთობო კომპანიამ Chevron-მა ერაყის ტერიტორიიდან საკუთარი თანამშრომლები გაიყვანა. ამის შესახებ CNN წერს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული განხორციელდა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იმ ფონზე, როცა გამწვავებულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა არ აკონკრეტებენ, თუ რა რაოდენობის პერსონალზეა საუბარი. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის საქმიანობა ამ ქვეყანაში ადგილობრივი თანამშრომლების მეშვეობით განხორციელდება.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

კოკა კვირკველია