ნასამ აღმოაჩინა პირველი პლანეტა, სადაც პოტენციურად დასახლება შესაძლებელია

ნასა-ს პლანეტების საძიებო მისიამ აღმოაჩინა პირველი ეგზოპლანეტა, სადაც პოტენციურად დასახლებაა შესაძლებელი. აღნიშნული პლანეტა დაახლოებით დედამიწის ზომისაა და მისგან 100 სინათლის წლით არის დაშორებული.

ასტრონომების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლანეტის გარემოს შესწავლა, რათა იქ დასახლების პოტენციალი გამოიკვლიონ.

პლანეტა TOI 700 d ვარსკვლავისგან იღებს იმ ენერგიის 86%-ს, რომელსაც მზე დედამიწას აწვდის, მის ერთ ნაწილში ყოველთვის დღის სინათლეა.

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.