თბილისში, კერძოდ, ნაძალადევში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 2 794 500 ლარს ( 973 150 დოლარს ) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალაშენებული, გარემონტებული სახლის ფართობი 1000 კვ.მ-ია, ისევე როგორც ეზოსი (ჯამში 2000 კვ.მ).
სახლს აქვს 20 ოთახი, აქედან 7 საძინებელია.
აღსანიშნავია, რომ ეზოში 2 სახლია, დიდი და პატარა, რომელიც განცხადების თანახმად, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალებით არის აშენებული. ამასთან, კედლები 1 მეტრი სისქისაა, ეზოს გალავანზე კი გამოსახულია "მარულა", რომლის დამზადებაც დაახლოებით, $ 50000 ღირს.
გარდა ამისა, სახლს აქვს თავისი ავტოფარეხი 3 მანქანაზე და ეზო, სადაც 9 საშუალო ზომის ავტომობილი ეტევა.
"სახლს აქვს თავისი საუნა პერსონალური დიდი აუზით (გარდა მთავარი აუზისა), სატრენაჟორო დარბაზი, მარანი, საბილიარდე, 5 უმაღლესი ხარისხის ბუხარი, რომელიც გაკეთებულია ოქრონარევი მარმარილოთი. სახლის აივნები და ვერანდა (რომელსაც აქვს ლამაზი ხედები თბილისზე) არის გაკეთებული ასევე ოქრონარევი მარმარილოთი. ეზოში არის ულამაზესი ხელოვნური ჩანჩქერი. მეტრომდე მანძილი არის დაახლოებით 400 მეტრი. სახლი რადგანაც მდებარეობს სიმაღლეზე, აქვს საუკეთესო კლიმატი",-აღნიშნულია განცხადებაში.