კომპანია Henley & Partners 2020 წლისთვის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ძლიერ და სუსტ პასპორტებს ასახელებს.
მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 191 ქვეყანაში შეუძლიათ.
რეიტინგის მიხედვით, მე-2 ადგილზე სინგაპურია. აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები 190 ქვეყანაში დაფრინავენ უვიზოდ. მე-3 ადგილზე ერთდროულად სამხრეთ კორეა და გერმანია გავიდნენ, რომლის მოქალაქეებსაც უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 189 ქვეყანაში შეუძლიათ.
2020 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია ასე გამოიყურება:
1. იაპონია - 191 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება
2. სინგაპური - 190 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება
3. სამხრეთ კორეა, გერმანია - 189 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება
4. იტალია, ფინეთი - 188 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება
5. ესპანეთი - 187 ქვეყანაში ვიზის გარეშე გადაადგილება
რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე სუსტ პასპორტებს, მათი ათეული ასეთია:
1. იემენი - 33
2. პაკისტანი, სომალია - 32
3. სირია - 29
4. ირანი - 28
5. ავღანეთი - 26
რეიტინგში საქართველოს პასპორტი 53-ე ადგილზეა, რომლის მეშვეობითაც ვიზის გარეშე მოგზაურობა მსოფლიოს 116 ქვეყანაშია შესაძლებელი.