ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla Inc 2019 წლის მეოთხე კვარტალში 112 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რაც მესამე კვარტალთან შედარებით 15 ათასით მეტია. მესამე კვარტალში რეალიზებული იქნა 97 ათასი ავტომობილი.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მეოთხე კვარტლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი აღმოჩნდა Model 3, რომელზეც კომპანიის საერთო გაყიდვების 70% მოდის.
ჯამში Tesla-მ 2019 წელს 367,5 ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით კომპანიამ მისი პროგნოზი გაამართლა, რომლის თანახმად 2019 წელს 360-400 ათასი ელექტრომობილის გაყიდვას პროგნოზირებდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ უკვე გამოსცა ათასზე მეტი ელექტრომობილი ჩინეთის ქარხანაში Gigafactory 3. ამ ქარხნის მშენებლობა ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულება 9 თვეზე ნაკლებ დროში მოხერხდა. შედეგად კი კომპანიამ გრაფიკით გათვალისწინებულ წარმოებას დაასწრო და გაყიდვები დაიწყო. აღნიშნულ ქარხანაში ყოველწლიურად 250 ათასი ელექტრომობილის წარმოებაა დაგეგმილი.
პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების ფონზე კომპანიის აქციებზე ფასმა 3%-ით მოიმატა.