ირანში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ძრავის გაუმართაობა გახდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„უკრაინული სამგზავრო ლაინერის ირანში ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის პრობლემები გახდა და არა ტერორიზმი“, - განაცხადეს საელჩოში.
შეგახსენებთ, ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა - 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.