გაზსადენი „თურქული ნაკადი“ გაიხსნა

დღეს თურქეთში საზეიმოდ გაიხსნება რუსულ-თურქული პროექტი გაზსადენი „თურქული ნაკადი“. გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მისაღებად თურქეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვევა და ის მის თურქ კოლეგა რეჯეპ ტაიპ ერდორანთან ერთად მიიღებს მონაწილეობას გახსნის ცერემონიალში.

ამის შემდეგ ლიდერებს შორის რამდენიმე საკითხზე მოლაპარაკებებიც გაიმართება. როგორც ცნობილია, 2019 წელს მხარეებმა უმაღლეს დონეზე შეხვედრები შვიდჯერ და სატელეფონო საუბარი თორმეტჯერ გამართეს.

გაზსადენი „თურქული ნაკადი“ TurkStream პირდაპირ აკავშირებს რუსეთს თურქეთთან შავი ზღვის გავლით. მისი საშუალებით რუსეთიდან თურქეთში ყოველწლიურად 31,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება. ის რუსეთის ქალაქ ანაპაში იწყება და 930 კმ მანძილს ზღვის ფსკერზე გადის და თრაკიაში, სტამბოლთან ახლოს, ქალაქ კიიკეიში სრულდება. ზღვაზე გასზადენის მშენებლობას ახორციელებდა კომპანია Pioneering Spirit, რომელმაც სამუშაოები 15 თვეში დაასრულა.

გაზსადენი 2020 წლის 1-ელ იანვარს ჩაირთო.

კოკა კვირკველია