რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

წლი­დან წლამ­დე, სა­ხელ­მწი­ფო ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებს ამ­კაც­რებს, თუმ­ცა რის­კე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს და ის გან­სა­კუთ­რე­ბით, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის დროს იზ­რდე­ბა.

ცოტა ხნის წინ, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ FAO-სთან ერ­თად, მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა.

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და „გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია“ (FAO) მომ­ხმა­რე­ბელს მო­უ­წო­დე­ბენ, არ შე­ი­ძი­ნოს მა­ღა­ლი რის­კის სურ­სა­თი - ხორ­ცის, თევ­ზი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: მწარ­მო­ებ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა, სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი; სურ­სა­თის და­სა­ხე­ლე­ბა; თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი, ხოლო თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა.

ასე­ვე, ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია არა­უ­მე­ტეს +6 გრა­დუ­სი­სა, ხოლო მისი შე­ნახ­ვის ვადა არის 48 სა­ა­თი.

ამას­თან, "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის“ ვებ-გვერ­დზე momxmarebeli.ge მუდ­მი­ვად თავ­სდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ან არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ხორ­ცის­გან რა და­ა­ვა­დე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს ადა­მი­ან­ზე.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, კუ­ლი­ნა­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის უსი­ა­მოვ­ნო გემო და სუნი გა­და­ი­ფა­როს ან შე­ი­ნიღ­ბოს (ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ძეხვს, სო­სის­სა და სხვა მსგავს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს ეხე­ბა), მაგ­რამ ეს არ შე­ამ­ცი­რებს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც გა­ფუ­ჭე­ბულ ხორ­ცში გროვ­დე­ბა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია გან­მარ­ტავს, რომ გა­ფუ­ჭე­ბულ­მა ხორ­ცმა შე­იძ­ლე­ბა უძ­ლი­ე­რე­სი მო­წამ­ვლა ან თირკმე­ლე­ბი­სა და ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

გარ­და ამი­სა, სა­ქონ­ლის ხორ­ცით ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ბრუ­ცე­ლო­ზი, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი და სხვა, ხორ­ცის სის­ხლსა და ქსო­ვი­ლებ­ში მყო­ფი პა­რა­ზი­ტე­ბი.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გა­სა­ყი­დად მხო­ლოდ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლად შე­მოწ­მე­ბუ­ლი ხორ­ცი და­იშ­ვე­ბა, თუმ­ცა თუ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი თა­ვა­დაც არ ავა­მუ­შა­ვეთ, შე­იძ­ლე­ბა, და­ბა­ლი ხა­რის­ხის, არა­სა­თა­ნა­დოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდეთ.

სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქო­ნე­ლი უნდა იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მიერ და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი HAACP, სა­დაც ყვე­ლა ჰი­გი­ე­ნუ­რი, რაც გუ­ლის­ხმობს რომ და­ცუ­ლია და გან­სა­ზღვრუ­ლია კრი­ტი­კუ­ლი სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი და სა­კონ­ტრო­ლო წერ­ტი­ლე­ბი რო­გორც სა­ნი­ტა­რუ­ლი ასე­ვე უვ­ნებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით.

გარ­და ამი­სა, ცხო­ვე­ლი არ უნდა იყოს დას­ტრე­სი­ლი, რად­გა­ნაც ეს ხორ­ცზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა და მის ხა­რისხზეც ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ამას­თან, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ო­დის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პი­რო­ბა ხორ­ცის ხა­რის­ხი­ა­ნი წარ­მო­ე­ბის­თვის, მომ­წი­ფე­ბის წინ ხდე­ბა სის­ხლის­გან დაც­ლა, რო­მე­ლიც ხან­გრძლი­ვო­ბა სწო­რედ უნდა გა­ნი­სა­ზღვროს, მომ­წი­ფე­ბის პე­რი­ოდ­ში ასე­ვე იგუ­ლის­ხმე­ბა მისი სა­მა­ცივ­რე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში შე­ნახ­ვა და გა­ცი­ე­ბა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დგომ ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ გა­ი­ცე­მა ფორ­მა ორი, რაც დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა პრო­ცე­სი სწო­რედ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი.

არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ებ­ში რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა რად­გა­ნაც პრო­დუქ­ცი­ის მომ­წი­ფე­ბის და შე­ნახ­ვის პრო­ცე­სი სწო­რედ რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ობი­ექ­ტებ­ში გრძელ­დე­ბა.

დღეს, ბა­ზარ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში კი იზ­რდე­ბა არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი ნედ­ლი პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­აც. მის­მა მოხ­მა­რე­ბამ კი შე­იძ­ლე­ბა, ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე შე­უქ­მნას.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ უვ­ნე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი?

დღეს, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­გან სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბულ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, რჩე­ბა რის­კე­ბიც. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ყი­ნულ ხორცს, მას მა­ღა­ზი­ე­ბის ნა­წილ­ში აქ­ტი­უ­რად ყი­დი­ან, თუმ­ცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მისი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ვა­დის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს. ასე­ვე, ვი­ცო­დეთ, რომ გამლღვალ ხორცს ნედ­ლი ხორ­ცის სა­ხე­ლით არ ვყი­დუ­ლობთ და რე­ა­ლი­ზა­ტორს შეც­დო­მა­ში არ შევ­ყა­ვართ.

გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი სა­ღია, თუ მისი ზე­და­პი­რი მშრა­ლია; არ არის გა­შა­ვე­ბუ­ლი; ახ­ლად­გაჭ­რი­ლი სვე­ლია, მაგ­რამ არა წებ­ვა­დი, მისი კონ­სის­ტენ­ცია დრე­კა­დი და ელას­ტი­უ­რია; სახ­სრე­ბის ზე­და­პი­რი თეთ­რი და მბზი­ნა­ვია, მყე­სე­ბი კი ელას­ტი­უ­რი და მკვრი­ვი. გა­ყი­ნულ და შემ­დეგ გამლღვალ ხორცს სის­ვე­ლე და არა­ე­ლას­ტი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. ამას­თან, თუ ხორ­ცის ქვეშ სი­თხის მო­ვარ­დის­ფრო გუ­ბუ­რაა, ეს ნიშ­ნავს, რომ გა­ალღვეს და ნედლ ხორ­ცად ასა­ღე­ბენ.

ასე­ვე, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქათ­მის ხორ­ცის სწო­რად შერ­ჩე­ვის წე­სე­ბიც - ახალ­გაზ­რდა ფრინ­ვე­ლის კანი მკრთა­ლად გაყ­ვით­ლე­ბუ­ლია, მისი ფე­ხე­ბი და­ფა­რუ­ლია წვრი­ლი ქერცლით.

თუ ამ წე­სებს დე­ტა­ლუ­რად მიყ­ვე­ბით და გგო­ნი­ათ, რომ უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხართ, იმე­დი უნდა გა­გიც­რუ­ოთ, რად­გან მხო­ლოდ ჩა­მოთ­ვლი­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი ვერ დაგ­ვი­ცავს არა­ჯან­სა­ღი ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბის­გან.პრო­დუქ­ტის შე­ფა­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მომ­ხმა­რებ­ლის და­ბალ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს FAO-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო კვლე­ვა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც სწო­რედ ორი დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი.

იმი­სათ­ვის, რომ ცხო­ვე­ლი ან ფრინ­ვე­ლი სწრა­ფად გა­ი­ზარ­დოს და ბა­ზარ­ზე მოხ­ვდეს, მას მთელ რიგ მე­დი­კა­მენ­ტებს, ხში­რად ან­ტი­ბი­ო­ტი­კებს აძ­ლე­ვენ.

ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი კი ხორ­ცის თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­საც უძ­ლე­ბენ და მისი მი­ღე­ბის შემ­დეგ, ჩვენს ორ­გა­ნიზ­მში ხვდე­ბი­ან. ასე­თი ხორ­ცის ხში­რად მოხ­მა­რე­ბა კი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი­სად­მი რე­ზის­ტენ­ტო­ბას იწ­ვევს, რაც თა­ვის მხრივ, ვირუ­სებ­თან და და­ა­ვა­დე­ბებ­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რია.

  • ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი

სო­სი­სი, ძეხ­ვი, სარ­დე­ლი, ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი - ეს იმ პრო­დუქ­ცი­ის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რო­მელ­ზეც უარს ვერ ვამ­ბობთ, თუმ­ცა ვი­ცით, რომ მათი სწო­რად შერ­ჩე­ვა რთუ­ლია.

ხორპრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ძეხ­ვე­ულ­ში პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ის მი­ნა­რე­ვე­ბი და კონ­სერ­ვან­ტე­ბი, რომ­ლებ­საც თვა­ლით ვერ ვამ­ჩნევთ, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მათი ხე­ლოვ­ნუ­რი გარ­საც­მის ფაქ­ტო­რიც, რო­მე­ლიც ხორპრო­დუქტს სი­ჯან­სა­ღეს უკარ­გავს და შე­დე­გად უვ­ნე­ბელ ძეხვსა თუ სო­სისს ვე­ღარ მი­ვირ­თმევთ.

მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი­სა და ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მა­ინც მწარ­მო­ე­ბელ­თა კე­თი­ლი ნე­ბის წი­ნა­შე ვრჩე­ბით. ამ­გვა­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ბა­ზარ­ზე გა­მოჩ­ნდა კომ­პა­ნია „აგ­რო­ჰა­ბი“, რო­მელ­მაც ხორ­ცი­სა და რძის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კუ­თარ თავს იმა­ზე მკაც­რი სტან­დარ­ტე­ბი და­უ­წე­სა, ვიდ­რე ამას სა­ხელ­მწი­ფო ავალ­დე­ბუ­ლებ­და. რო­გორც ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი ეკა გურ­გე­ნი­ძე ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა სწო­რედ ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი, რე­ა­ლი­ზა­ტო­რის ნდო­ბა კი უჭირს, თუ წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა პი­რო­ბა სა­თა­ნა­დოდ არ არის და­ცუ­ლი.

ეკა გურ­გე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ამ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მხრი­დან ეტი­კე­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და არამ­ხო­ლოდ ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, არა­მედ მისი წარ­მო­მავ­ლო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კი­თხიც გა­მოკ­ვე­თა (მათ შო­რის ძეხ­ვე­უ­ლის შემ­თხვე­ვა­შიც). სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტეს, შე­ექ­მნათ თა­ვი­ან­თი ფერ­მე­ბი, სა­დაც წი­წი­ლე­ბი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­სა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე გა­იზ­რდე­ბო­და. სტან­დარ­ტუ­ლად, „აგ­რო­ჰა­ბის“ ფერ­მა­ში წი­წი­ლა იზ­რდე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ საკ­ვე­ბად მხო­ლოდ სი­მინდსა და ხორ­ბალს იყე­ნე­ბენ.

ქა­თა­მი ვე­ტე­რი­ნა­რის მიერ მოწ­მდე­ბა რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ აღი­ა­რე­ბულ ობი­ექ­ტში, სა­დაც ფორ­მა ორი გა­ი­ცე­მა, ისე „აგ­რო­ჰაბ­შიც“ და ნე­ბის­მი­ე­რი წუ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­დუქ­ცია სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ აღარ ხვდე­ბა სა­ვაჭ­რო დახლზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "აგ­რო­ჰა­ბის" ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი­სა და ძეხ­ვე­უ­ლის წარ­მო­ე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ნედ­ლი ხორ­ცი, ყო­ველ­გვა­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე.

კომ­პა­ნი­ა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ერ­თა­დერ­თი და­ნა­მა­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­რი­ლი, ისიც მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით.

„ნედ­ლი ხორ­ცის­გან დამ­ზა­დე­ბულ ძეხ­ვე­ულს გარ­საცმსაც კი ბუ­ნებ­რივს ვუ­კე­თებთ, რაც ხე­ლოვ­ნურ­ზე გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ჯდე­ბა. მომ­ხმა­რე­ბელს არას­დროს ვთა­ვა­ზობთ პრო­დუქტს, რო­მელ­საც ვა­დის 70% უკვე გა­სუ­ლია აქვს, ესე­თი პრო­დუქ­ცია ავ­ტო­მა­ტუ­რად დახ­ლი­დან იხ­სნე­ბა - პრო­დუქ­ტი გახ­სნი­დან მხო­ლოდ 48 სა­ა­თია დახლზე, რაც კი­დევ ერთხელ ხაზს უს­ვამს მის სი­ჯან­სა­ღეს.

კონ­სერ­ვან­ტებს ხომ სწო­რედ ვა­დი­ა­ნო­ბის გა­სა­ხან­გრძლი­ვებ­ლად იყე­ნე­ბენ, რაც ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლია" - გან­მა­ტავს ხა­რის­ხის მე­ნე­ჯე­რი.

ეკა გურ­გე­ნი­ძის თქმით, სწო­რედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ას და­ნერ­გი­ლი აქვს, კერ­ძოდ ISO 22 000-ი, წარ­მო­ე­ბას აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, კომ­პა­ნია მარ­თოს უვ­ნებ­ლო­ბის ყვე­ლა პრინ­ცი­პის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. რაც მომ­ხმა­რე­ბელ­ში უფრო მეტ სან­დო­ო­ბას იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად მი­სუ­ლე­ბი თუ შე­სა­ბა­მის სერ­ტი­ფი­კა­ტებ­სა, შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვა­დებს ვხე­დავთ, შეგ­ვიძ­ლია, რე­ა­ლი­ზა­ტორს ვენ­დოთ.