გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება

ბაკურიანს წყალმომარაგება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან იუწყებიან.

მათი ცნობით, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის მიერ მთელი ღამის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყლის დამატებითი მარაგი გაზრდილია. ქსელში წყალი უკვე გაეშვა და მთელ დაბას წყლის მიწოდება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.