Panasonic-მა ვიტრუალური რეალობის სათვალეები წარადგინა

ლას-ვეგასში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენაზე CES 2020 იაპონურმა კომპანიამ Panasonic-მა ვირტუალური რეალობის კომპაქტური სათვალე წარადგინა. მათში ჩამონტაჟებულია OLED-მიკროდისპლეი და აქვს HDR ფორმატის მხარდაჭერა. როგორც ირკვევა, სიახლეზე Panasonic -სა და Kopin-ის სპეციალისტებმა ერთობლივად იმუშავეს.

ეს არის პირველი სათვალე, რომელსაც აქვს ამ დონის მაღალი გარჩევადობის ეკრანი. მოწყობილობაში ასევე გამოყენებულია Panasonic-ის აუდიო ტექნოლოგია აუდიო სიგნალის დასამუშავებლად. შესაბამისად, მას არა მხოლოდ ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეო გამოსახულება, ასევე მაღალი ხარისხის ხმა აქვს.

როგორც ფოტოდან ჩანს, დიზაინით ეს კომპაქტური სათვალეები არსებითად განსხვავდება აქამდე წარმოდგენილი ყველა სხვა ვირტუალური რეალობის უზარმაზარი სლემ-სათვალეებისგან, რის გამოც ისინი ბევრად მარტივია მოსახმარად. კომპანიის განცხადებით, მოწყობილობა ძალიან კომფორტულია და ისეთივე მარტივი სახმარად, როგორც მზის სათვალე.

კომპანია გეგმავს ამ მიმართულებით მუშაობას და სამომავლოდ აპირებს ვირტუალური რეალობის ისეთი სათვალეების გამოცემას რომელსაც 5G ქსელის მხარდაჭერაც ექნება.

კოკა კვირკველია