“ნიკორა სუპერმარკეტი“ ქსელის განახლებას აქტიურად განაგრძობს

19 სექტემბერს, 19 საათზე, დიდ დიღომში, „ნიკორას“ კიდევ ერთი განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნება. სავაჭრო ობიექტი პეტრიწის #9-ში მდებარეობს.

როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, განახლებულ სუპერმარკეტში, მოსახლეობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტის კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთების შეძენას ახლა მეტად კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებს.

„ნიკორა“ მომხმარებლებს სიურპრიზებით დატვირთულ გახსნის ცერემონიას ჰპირდება. ფლეშმობი, გიგანტური თოჯინები, გემრიელი ფურშეტი, 50 ლარის ღირებულების შენაძენზე საჩუქარი და სხვა მხიარული ღონისძიება ელოდება სტუმრებს.

სავაჭრო ობიექტის მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ „ნიკორა“ ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანიის მფლობელობაში, საქართველოს მასშტაბით, 98 სუპერმარკეტია.

(R)