"წლის დასაწყისში აუქციონზე მოვახერხეთ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, რაც 4 მილიონ 300 ათას ლარამდეა"

წლის დასაწყისში მოვახერხეთ აუქციონზე კიდევ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, რაც არის 4 მილიონ 300 ათას ლარამდე შემოსული თანხა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „100 შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის შესახებ განაცხადა. მისი განმარტებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე 40-მდე ობიექტი გასხვისდა.

„ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მიმდინარეობს 100 საპრივატიზაციო ქონების აუქციონი, მასშტაბური პროექტი და მინდა მორიგი სტატისტიკური მონაცემები გამცნოთ. პრივატიზების პროცესი მიდის შეუფერხებლად და მიუხედავად იმისა, რომ შემდგომ აუქციონებს მოუწია საახალწლო პერიოდმა, რაც ზოგადად არის დაბალი აქტივობის პერიოდი ბიზნესისთვის, უკვე წლის დასაწყისში მოვახერხეთ აუქციონზე კიდევ დამატებით 10 ობიექტის გასხვისება, რაც 4 მილიონ 300 ათას ლარამდე არის შემოსული თანხა. ეს არის შედარებით მცირე ზომის ობიექტები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თვითონ ამ პროგრამის დაწყებიდან დღემდე ჩვენ უკვე 40-მდე ობიექტი გავასხვისეთ „100 შეთავაზება ბიზნესს“ - პროგრამის ფარგლებში და ბიუჯეტში მობილიზებულია 50 მილიონამდე თანხა. ეს პროექტი გრძელდება და ბევრი საინტერესო ობიექტი დაემატება უახლოეს პერიოდში”, - განაცხადა ნათია თურნავამ.