სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრის დიქმენის ინფორმაციით, ავტრალიაში ხანძრებს დაახლოებით ერთი მილიარდი ცხოველი და ფრინველი ემსხვერპლა. გასული კვირის მონაცემებით, ეს რიცხვი ნახევარ მილიარდს აღწევდა.
მისივე თქმით, მხოლოდ ახალი სამხეთ უელსის შტატში 800 მილიონი ცხოველია მკვდარი. ახალი მონაცემებით, ცხოველთა სიკვდილინობა არა მარტო ცეცხლმა, არამედ დაკვამლიანებამ, საკვებისა და საცხოვრებლის დაკარგვამაც გამოიწვია. მოცემული რიცხვი მოიცავს ძუძუმწოვრებს, ფრინველებს და ქვეწარმავლებს.
„ეს კლიმატური ცვლილებების შედეგებია. უბრალოდ ავტრალიამ ეს ყველაფერი სხვებზე ადრე გაიარა. ამით ჩვენ ვხედავთ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს კლიმატის ცვლილებას მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც“, - განაცხადა დიქმენმა.
ავსტრალიაში ცხოველების მდიდარი მრავალფეროვნებაა, მათ შორის 300 სახეობისთვის კონტინენტი მშობლიურია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ხანძარმა მთელი სახეობები უკვე გაანადგურა, ან ზოგიერთი ეკოსისტემა სამუდამოდ შეცვალა.