თბილისში გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირების საფასური გაიზარდა.
მომხმარებელს სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის - 800 ლარის გადახადა მოუწევს. 3 იანვრამდე გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 400 ლარი ღირდა.
რაც შეეხება წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალარინები) ფასს,- 1500 ლარი ღირს, ხოლო დენის დაერთების საფასური 600 ლარია. თუმცა როგორც სემეკ-ში განაცხადეს, ეს სტანდარტული ფასია და თუ მილების დიამეტრი არ ემთხვევა სტანდარტულს, ან კვანძი შორსაა, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს.
გამოდის, რომ ჯამში სულ ცოტა 2900 ლარია საჭირო იმისათვის, რომ სახლი წყლით, გაზით და დენით უზრუნველყოთ.
აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის ახალი აბონენტად დარეგისტრირების ტარიფი თბილისის გარდა კიდევ 4 ქალაქში - რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთშიც გაიზარდა.