ინოვაციური შეფუთვა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას ახანგრძლივებს

ბაზარზე ინოვაციური შეფუთვა გამოჩნდა, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის შენახვის ვადას ახანგრძლივებს. ახალი შესაფუთი ტექნოლოგია კომპანიამ Sufresca ისრაელში შეიმუშავა და როგორც მწარმოებლები აცხადებენ, ის პროდუქტს რამდენიმე კვირის განმავლობაში პირვანდელი სახით ინარჩუნებს, რაც მთავარია, ცივ ადგილზე შენახვის გარეშე.

როგორც Aggeek.net AgFunder-ზე დაყრდნობით წერს, ეს არის ერთგვარი სტარტაპი, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ხარისხს სრულად ინარჩუნებს. მას სხვაგვარად უწოდებენ „შეფუთვას, რომელიც სუნთქავს“. მწარმოებლების თქმით, შეფუთვა სრულიად უსაფრთხოა და იგი ბიოპროდუქტს წარმოადგენს.

Sufresca არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ამგვარ შეფუთვას აწარმოებს.

იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებლებს სიახლეები უყვართ, მათ შორის ეძებენ მეთოდებს, რომლითაც პროდუქტს უვნებლად შეინახავენ, აღნიშნულმა ინოვაციურმა შეფუთვამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათი თქმით, ეს შეამცირებს მსოფლიოში როგორც პლასტიკის გამოყენებას, ისე ხარჯებს.

ნინი ქეთელაური