პირგასამტეხლოს მოცულობა, რომელიც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" უნდა გადაიხადოს, 115 ათას აშშ დოლარამდეა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს.
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს. „ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა კონკრეტულად რა მოცულობის თანხაზეა საუბარი. როგორც შესაბამის უწყებაში აცხადებენ, პირგასამტეხლოს ოდენობა დაახლოებით 115 ათასი დოლარია.
შეგახსენებთ, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" აცხადებენ, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ.