Tesla ამერიკის ყველაზე  ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდია

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასი მკვეთრად გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 89 მილიარდი დოლარი შეადგინა. შედეგად კი კომპანია ამ მომენტისთვის ყველაზე ძვირად ღირებული საავტომობილო ბრენდია ამერიკულ საფონდო ბირჟებზე. შედარებისთვის, ამერიკის უმსხვილესი საავტომობილო კონცერნის, GM-ის ღირებულება 50 მილიარდია, Ford-ის კი – 37 მილიარდი დოლარი.

უფრო კონკრეტულად, Tesla-ს აქციებმა მიმდინარე კვირას 492,14 დოლარი შეადგინა ერთ ერთეულზე. მხოლოდ ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის აქციებზე ფასი ორჯერ გაიზარდა, რაც პირველ რიგში განპირობებულია კომპანიის გაყიდვების წლიური მაჩვენებლით, რომელიც 50%-ით არის გაზრდილი, ამავდროულად, კომპანიის მიერ ჩინეთში ქარხნის გახსნით.

„როიტერსის“ ინფორმაციით, მიუხედავად ამ შედეგისა, კომპანიას მოუწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა, ვინაიდან მან უნდა მოაგვაროს სტაბილური მომგებიანობის საკითხი და ისიც, რომ დღეს ამ კომპანიას უფრო მეტად ტექნოლოგიურ კომპანიად აღიქვამენ, ვიდრე საავტომობილო კომპანიად.

კოკა კვირკველია