მარჯვენასაჭიანი ავტომობილები 1-ლი იანვრიდან ფარების რეგულირების გარეშე ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან

მარჯვენასაჭიანი ავტომობილები 1-ლი იანვრიდან ფარების რეგულირების გარეშე ტექინსპექტირებას ვერ გაივლიან.

აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ 2019 წელს დაშვებული იყო, ფარებზე სტიკერების გამოყენება. თუმცა, ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდით 2020 წლამდე იყო გამონაკლისის სახით დაშვებული.

შესაბამისად, უკვე 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, მარჯვენასაჭიანი და ზოგადად, ისეთი ავტომობილებისთვის, რომლებიც შემხვედრი ავტომობილის მძღოლის მხედველობის არეალს ზღუდავენ, სტიკერები ვეღარ გამოიყენება. მსგავსი ავტომობილები იანვრიდან მაშუქი ფარების შესაბამისი რეგულირების გარეშე დახარვეზდებიან და ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.

თაია არდოტელი