რას ითვალისწინებენ ბანკები სესხის დამტკიცების დროს

სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტით საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სარგებლობს.

საფინანსო სფერო საქართველოში მრავალფეროვნებით გამოირჩევა და სხვადასხვა ტიპის საკრედიტო ორგანიზაციები განსხვავებულ სეგმენტზე მუშაობენ. თუმცა სესხის თუ საკრედიტო ლიმიტის დამტკიცების დროს მათი მიდგომა ფაქტობრივად ერთნაირია და ერთსა და იმავე პუნქტებს ითვალისწინებენ რისკების შეფასებისა და ფინანსური ვალდებულების დამტკიცების წინ. აღნიშნული კრიტერიუმები კი ასე გამოიყურება:

საკრედიტო ისტორია

საკრედიტო ისტორია საკრედიტო ბიუროში ინახება. ამჟამად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ერთი საკ­რე­დი­ტო ბი­უ­რო “კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მე­ლიც საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის შედ­გე­ნის, საკ­რე­დი­ტო ქუ­ლის გა­მოთ­ვლი­სა და მი­ნი­ჭე­ბის სის­ტე­მას ფლობს. ბიურო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ არის და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და ნე­ბის­მი­ე­რი საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, მი­ა­წო­დოს მას საკ­რე­დი­ტო ინ­ფორ­მა­ცია. საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მო­ი­ცავს ინ­ფორ­მა­ცი­ას ნე­ბის­მი­ე­რი საკ­რე­დი­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მო­ქა­ლა­ქე ფი­ნან­სურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან აფორ­მებს და ის “კრე­დი­ტინ­ფო სა­ქარ­თვე­ლოს“ მი­ე­წო­დე­ბა. საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია მო­ი­ცავს სა­ბა­ზი­სო პი­რად მო­ნა­ცე­მებს, გა­ცე­მუ­ლი სეს­ხის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს, გა­დახ­დე­ბის ის­ტო­რი­ას, ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბებს, ჯა­რი­მებს… საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­ში მო­ნა­ცე­მე­ბი ინა­ხე­ბა 5 წელი, მი­უ­ხე­და­ვა­დ იმი­სა, კონტრაქტი ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია თუ დარ­ღვე­ვე­ბისა და გა­და­ცი­ლე­ბე­ბის გა­რე­შეა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ცავს, თუმ­ცა ეს არ არის საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან სწო­რი გათ­ვლე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად. სწო­რედ ამი­ტომ „კრე­დი­ტინ­ფო“ სტა­ტის­ტი­კუ­რად ამუ­შა­ვებს საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ის ყვე­ლა მო­ნა­ცემს და ად­გენს რე­ი­ტინგს, თი­თო­ე­ულ მომხმარებელს ანი­ჭებს ქუ­ლას 0-დან 400-მდე. საკ­რე­დი­ტო ქულა კი თა­ვის მხრივ 11 რე­ი­ტინ­გად იყო­ფა.

საკ­რე­დი­ტო ქულა იძ­ლე­ვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ალ­ბა­თო­ბი­სა და გა­და­უხ­დე­ლო­ბის რის­კის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ეს ინ­დი­კა­ტო­რი ეხ­მა­რე­ბა საკ­რე­დი­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, გან­სა­ზღვროს, კლიენტი რო­გო­რი გა­დამ­ხდე­ლია. საკ­რე­დი­ტო ქუ­ლის გა­მოთ­ვლა­ში 40-ზე მეტი ცვლა­დი მო­ნა­წი­ლე­ობს.

სტაბილური სამსახური და შემოსავალი

საკრედიტო ისტორიის შემოწმების შემდეგ საკრედიტო ორგანიზაცია ამოწმებს მსესხებლის სახელფასო ისტორიას. ბანკისთვის მნიშვნელოვანი პუნქტია როგორც შემოსავლის ოდენობა, ისე მისი სტაბლურობა. სწორედ ამიტომ საკრედიტო ორგანიზაციები სულ ცოტა 6 თვის სახელფასო ისტორიას ამოწმებენ ხოლმე. ამ დროს ყურადღებას აქცევენ, რამდენად სტაბილური და მზარდია შემოსავალი, დროულად ხდება თუ არა შემოსავლის მიღება.

უძრავი ქონება

უძრავი ქონება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რომელიც მთელი რიგი საკრედიტო პროდუქტების დამტკიცების დროს მოწმდება. მას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, ბანკის თანამშრომელი თავად მიდის უძრავი ქონების შესაფასებლად, ათვალიერებს მას, იღებს ფოტოებს და მოგვიანებით ხდება შეფასება. სწორედ უძრავი ქონების ღირებულება განსაზღვრავს დამტკიცებული სესხის ოდენობას.

თავდებობა

ეს არის კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები აუცილებლად ითვალისწინებენ. პირადი ფინანსური ვალდებულების გარდა ბანკებისთვის მნიშვნელოვანია, მესამე პირის ფინანსურ ვალდებულებას ხომ არ იზიარებს მსესხებელი, რადგან თავდებში მყოფ პირს ბანკის წინაშე არც თუ მცირე ვალდებულება აკისრია.