საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლოც კი იყოს

ბრიტანული ბი-ბი-სის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მოთხრობილია ქართული ყველის ისტორია.

გამოცემასთან მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვიაძე ქართული ყველის თანამედროვე სახეობებსა და ზოგადად, მის წარმომავლობაზე საუბრობს. როგორც სტატიიდან ვიგებთ, საქართველო შესაძლოა ყველის სამშობლოც კი იყოს და ამის თქმის უფლებას მისი საუკუნოვანი ისტორია გვაძლევს.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

"თბილისიდან 26 კილომეტრში, ქალაქი მცხეთა მდებარეობს. სწორედ მცხეთაში ასვლით, მისი დათვალიერებითა და არქეოლოგიური მონაპოვარი მასალის ხილვით ვხვდებით, რომ შესაძლოა, საქართველო იყო ის ქვეყანა, სადაც ათასობით წლის წინ, ყველს უძველესი ტრადიციისამებრ აკეთებდნენ. ქართველები კი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც პირველად დაიწყეს ყველის ამოყვანა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ყველის გაკეთების ერთმანეთისგან გამორჩეული ტრადიცია აქვს.

საქართველოს უცხო და გამორჩეული ისტორია აკავშირებს ყველთან. ქვეყანაში წლების განმავლობაში საბჭოთა არასწორი ეკონომიკა მძვინვარებდა, ამან ყველის გამორჩეულად დამზადების ტრადიცია შეაფერხა და თითქოს გაანადგურა კიდეც.

ახლა ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელიც "ქართული ყველის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარეა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და სოფელში მოგზაურობს და ქართული ყველის წარმომავლობასა და მრავალფეროვნებას იკვლევს. ამ პროცესს სწორედ ეს ორგანიზაცია წარმართავს, რომლის წევრები ცდილობენ მოძებნონ ის ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც უძველეს, ტრადიციულ და გამორჩეულ ყველს აკეთებენ.

1921-1991 წლებში საბჭოთა სისტემის დროს პოლიტიკური და სოციალური სიტუაციიდან გამომდინარე, მასობრივად მხოლოდ 4 მარტივი სახეობის ყველის წარმოება დაიწყეს: იმერული, სულგუნი, ქარხნული და გუდის ყველი. საოჯახო მეურნეობებში განსხვავებული სახეობებიც იწარმოებოდა, მაგრამ ადამიანებს ეშინოდათ თავისი უცხო და გამორჩეული ნაწარმის გარეთ გამოტანის, რადგან არ იცოდნენ ამას საბჭოთა ხელმძღვანელობისგან რა რეაქცია მოჰყვებოდა. სწორედ ამ 7 ათეული წლის შემდეგ მივიღეთ ის, რომ დღესდღეობით ფართოდ ხელმისაწვდომი ისევ მხოლოდ 4 სახეობის ყველია და საზოგადოებამ არც კი იცის სხვა ათობით ყველის არსებობის შესახებ. იხილეთ სრულად