მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო ისევ დუბაიში გაიხსნება (+ფოტო)

მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო ისევ დუბაიში გაიხსნება. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დუბაის სულ მალე კიდევ ერთი ძვირად ღირებული და მულტიფუნქციური სასტურმო The Ciel Tower შეემატება, რომლის სიმაღლეც 360.4 მეტრი იქნება.

75-სართულიან სასტუმროში 1 209 ნომერი განთავსდება. მის ბოლო სართულზე 360-გრადუსიანი გადმოსახედი გაკეთდება, საიდანაც სტუმრებს ქალაქის ხედებით ტკბობის საშუალება ექნებათ. ამავე სართულზე ასევე მოეწყობა საცურაო აუზი და რესტორნები.

CNN-ის ინფორმაციით სასტურმოს მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც The Ciel Tower მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გახდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის მსოფლიოს ყველაზე მაღალი სასტუმროს სტატუს დუბაიში მდებარე Gevora Hotel იკავებს, რომლის სიმაღლეც 356 მეტრს შეადგენს.

ბექა ბერიაშვილი