1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8986 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8986 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8870 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0116 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2154 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2077 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0077 ლარი შეადგინა.