Lufthansa-მ და Austrian Airlines-მა ირანის მიმართულებით ფრენები 20 იანვრამდე შეაჩერეს

Lufthansa-მ და Austrian Airlines-მა ირანის მიმართულებით ფრენები 20 იანვრამდე შეაჩერეს, რის მიზეზადაც ავიაკომპანიები უსაფრთხოებას ასახელებენ. ამ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ფრენების განახლებამდე ისინი ირანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანია Emirates-მა დუბაიდან ბაღდადის მიმართულებით ყველა ავიარეისი გააუქმა. „ჩვენი მგზავრებისა და გუნდის უსაფრთხოება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რის გამოც ბაღდადის მიმართულებით ფრენებს დროებით ვაუქმებთ“,-განაცხადეს ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა.

შეგახსენებთ, 8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, ირანის დედაქალაქთან ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა.