„ბაგების საბაგირო, რომლის "რეაბილიტაციაზე" ბიუჯეტიდან  მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ნაგვის ბუნკერად არის ქცეული“

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ბაგების საბაგიროს მდგომარეობის შესახებ წერს და „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ტერიტორიის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.

„ბაგების საბაგირო, რომელიც ჯერ 2016-ში, შემდეგ 2017-ში, 2018-ში და ბოლოს 2019-ში უნდა გაეხსნათ, დღესაც გაშეშებულია. საბაგიროს "რეაბილიტაციაზე" ბიუჯეტიდან დაიხარჯა მილიონ ლარამდე (ჩემი ინფორმაციით). დღეს ტერიტორია ნაგვის ბუნკერად არის ქცეული და ის რაც გაკეთებულია, უპატრონობით ზიანდება,“-წერს მესხიშვილი.