მსოფლიო კინოინდუსტრიისთვის 2019 წელი რეკორდულად მაღალშემოსავლიანი იყო

მსოფლიო კინოინდუსტრიაში 2019 წელი შემოსავლების მიხედვით რეკორდულად მაღალი იყო. გასულ წელს ფილმების ჩვენებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მსოფლიოს მასშტაბით 42,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს იმ ფონზე, როცა მოლოდინი იყო, რომ ბაზარზე ბაზარზე ახალი სერვისის „სტრიმინგ“ ვიდეო სერვისის, მათ შორის Netflix, Hulu და Disney Plus-ის პოზიციების გამყარების გამო კლება მოხდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Comscore წერს.

აღსანიშნავია, რომ შტატებში სალაროებიდან გაყიდული შემოსავლები 2018 წელთან შედარებით შემცირებულია 4,4%-ით 11,4 მილიარდ დოლარამდე, თუმცა გაიზარდა საერთაშორისო აუდიტორია და შესაბამისად, მსოფლიოს უმსხვილესი კინობაზრის კლება ნეგატიურად არ ასახულა. დანარჩენს მსოფლიოში 31,1 მილიონი დოლარის სალარო პირველად დაფიქსირდა, ის არასოდეს ყოფილა 30 მილიარდ დოლარზე მეტი.

რაც შეეხება თავად ფილმებს, ამ მხრივაც რეკორდი დამყარადა. გარდა იმისა, რომ ყველა დროის ყველაზე მეღალშემოსავლიანი ფილმი გახდა „შურისმაძიებლები: დასასრული“, ამავდროულად ამ რაოდენობის მილიარდზე მეტი შემოსალვის მქონე ფილმი აქამდე არ ყოფილა. ჯამში წელს მილიარდიანი ზღვარი 8 ფილმმა გადალახა და მეცხრე ფილმი, რომელიც 2019 წელს გამოვიდა ამ ნიშნულს ამ კვირის ბოლოს გადალახავს, ეს იქნება Star Wars: The Rise of Skywalker.

2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი 2020 წლის 12 იანვრისთვის ასე გამოიყურება:

  • Avengers: Endgame,” - 2,79 მილიარდი“
  • The Lion King” - 1.65 მილიარდი
  • “Frozen 2” - 1.33 მილიარდი
  • “Spider-Man: Far From Home” - 1.13 მილიარდი
  • “Captain Marvel” -1.12 მილიარდი
  • “Toy Story 4” - 1.07 მილიარდი
  • „Joker“ - 1.06 მილიარდი
  • “Aladdin” - 1.05 მილიარდი
  • “Star Wars: The Rise of Skywalker” 956 მილიონი
  • “Fast & Furious Presents: Hobbs & Shaw” - 758 მილიონი

კოკა კვირკველია