AAWE - საქართველო მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მე-18 ადგილზეა

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციციამ AAWE-მ მსოფლიოს ღვინის ექსპორტიორი ტოპ-60 ქვეყანის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს ყველა დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი საფრანგეთმა განახორციელა - 11,055 მლრდ დოლარის ღირებულების. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან: იტალია - 7,369 მლრდ დოლარი, ესპანეთი - 3,494 მლრდ დოლარი, ავსტრალია - 2,160 მლრდ დოლარი და ჩილე - 1,999 მლრდ დოლარი. AAWE-ის მონაცემებით, საქართველო ექსპორტიონი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილს იკავებს, კერძოდ, 2018 წელს საქართველომ მსოფლიოში 197 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა.

საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • საქართველო - 197 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 10,1 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 9,4 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7,7 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 7,5 მლნ დოლარი