კინოკომპანია Warner Bros.-მა ტექნოლოგიურ კომპანიასთან Cinelytic. ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ გამცემა Hollywood Reporter-ი იუწყება.
პლატფორმა Cinelytic დაეხმარება კინოსტუდიას მარკეტინგისა და ფილმების დისტრიბუციის მიმართულებით. სისტემა შეაფსებს ფილმის სცენარს, გადაწყვეტს როდის ჯობია მისი გასვლა ეკრანებზე და რამდენის გამომუშავებას შეძლებს ის ამა თუ იმ ბაზარზე. თუ აქამდე აღნიშნული მიმართულებით რისკი მაღალი იყო, ახლა კომპანია ამ რისკს მინიმამუდე დაიყვანს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით.
„სისტემა რამდენიმე წამში ანგარიშობს იმას, რაზეც ადამიანები დღეებს ხარჯავდნენ“, განაცხადა Cinelytic-ის დირექტორმა ტობაის კაისერმა.
სტარტაპმა Cinelytic აღნიშნული პლატფორმა სამი წლის წინ ჩაუშვა. კომპანიასთან კონტრაქტები უკვე გააფორმეს ისეთმა კინოდისტრიბუტორმა კომპანიებმა როგორებიცაა — Savvy Media Holdings и STX.