WSJ: ვაშინგტონი ბაღდადს ნავთობისგან მიღებულ შემოსავალს არ მისცემს

ვაშინგტონმა ბაღდადის ხელისუფლებას განუცხადა, რომ თუ მათ მოუწევთ ერაყიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანა, ბაღდადი ვერ მიიღებს ამერიკის ბანკებში შენახულ იმ თანხებს, რომელიც ბაღდადმა ნავთობის გაყიდვებიდან მიიღო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში ერაყის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელს ადელ აბდელ მაჰდის განუცხადა, რომ მათი ფედერალური სარეზერვო ანგარიში ნიუ-იორკის ბანკში დაიბლოკება. ეს კი არის ერთ-ერთი იმ 12 ბანკთაგანი, რომლებიც შედიან ამერიკისი ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, ეს სისტემა კი ცენტრალური ბანკის როლს ასრულებს შტატებში.

აღნიშნულ ანგარიშზე კი ინახება ერაყული ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები. გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი უდიდეს დარტმას მიაყენებს ერაყის ეკონომიკას. კონკრეტულად რა ოდენობის თანხაზეა საუბარი, არ კონკრეტდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საეჭვო კავშირის გამო ამერიკამ ერთხელ, რამდენიმე კვირით უკვე შეუზღუდა აღნიშნულ ანგარიშზე წვდომა ერაყს, რამაც ამ ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემები გამოწივია.

კოკა კვირკველია