Bloomberg: დიდმა ბრიტანეთმა Brexit-ის გამო სულ მცირე 170 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკამ Brexit-ის გამო სულ მცირე 170 მილიარდი აშშ დოლარით იზარალა. ამ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით Brexit-ით გამოწვეული ზარალი 2020 წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება და ქვეყანა ჯამში 265 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს. მათი თქმით, ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბრიტანეთის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება.

ამასთანავე, ექსპერტების აზრით, ევროკავშირის დატოვების შემდგეთ ათაოსბით ბრიტანელი სამუშაო ადგილს დაკარგავს, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი 2016 წელს ჩატარდა. ქვეყანამ ევროკავშირი მიმდინარე წლის 31 იანვარს უნდა დატოვოს.

ბექა ბერიაშვილი