iPhone 6-ისა და iPhone6 +ის გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო

”თუ თქვენ გინდათ, რომ iPhone 6 გქონდეთ პირველს, მაშინ, როცა გაყიდვები ამერიკაშიც არ დაწყებულა, 9999 ლარის გადახდა მოგიწევთ”

საქართველოში, ექსკლუზიური უფლებით გაყიდვაში არსებული iPhone-ის მოდელები სამმა უცხოელმა უკვე შეიძინა.

ამის შესახებ iPhone +-ის მენეჯერმა, გვანცა ჩქარეულმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, Apple- ის ახალი მოდელები უკვე საქართველოშია და მყიდველებს ელის. ”ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ჯერ ამერიკაში, რომელიც Apple -ის ოფიციალური წარმომადგენელია, არ არის გაყიდვები დაწყებული და ჩვენ საქართველოში გვაქვს ეს მოდელები”,- აღნიშნავს გვანცა ჩქარეული.

მისი ინფორმაციით, ექსკლუზიური მოდელების ფასი ამ ეტაპზე საკმაოდ მაღალია: ”თუ თქვენ გინდათ, რომ iPhone 6 გქონდეთ პირველს, მაშინ, როცა გაყიდვები ამერიკაშიც არ დაწყებულა, 9999 ლარის გადახდა მოგიწევთ. მაგრამ თუ რამდენიმე დღე დაელოდებით, ფასი დაიწევს. კვირანახევარში უკვე დაიწყება აღნიშნული მოდელების ჩვეულებრივი გაყიდვები, და ფასი დაახლოებით, 2000 - 2500 ლარი იქნება”.

რაც შეეხება მეორე მოდელს iPhone 6+-სს, მისი ამჟამინდელი ფასი 11 111 ლარია. ახალი მოდელები ორი ზომის ეკრანით არის წარმოდგენილი. ეკრანების ზომა 4,7 და 5,5 ინჩია. ახალი მოდელები წინა მოდელებისგან სისწრაფით და უკეთესი კამერით გამოირჩევა.

თამარ კორკოტაშვილი