ვიდეოჰოსთინგმა YouTube-მა მის პლატფორმაზე ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, ცვლილება შევიდა საბავშვო კონტენტის ვიდეოებთან მიმართებით. ამიერიდან ბავშვებისთვის განკუთვნილ ვიდეოში გამოირთვება თარგეთირებული რეკლამა.
მომხმარებლებისადმი დაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ აღნიშნული განახლება გახდა მორიგი ზომა არასრულწლოვანთა კონფიდენციალურობის დაცვისთვის. კომპანიის წარმომადგენლები ავტორებს ახსენებენ, რომ ვიდეორგოლების გამოქვეყნებისას მათ უნდა აღნიშნონ ეს ვიდეო არის თუ არა განკუთვნილი ბავშვებისთვის.
კომპანიის სპეციალისტების განცხადებით, ისინი გამოიყენებენ სპეციალურ ალგორითმს, რათა პლატფორმაზე იპოვონ საბავშო კონტენტი. და თუ ავტორი შეცდომით ან მიზანმიმართულად მიუთითებს არასწორ ინფორმაციას რგოლზე, YouTube მასში ცვლილებებს შეიტანს.