იტალიური კომპანია 3D პრინტერის სახლებს 100 საათში აშენებს

იტალიაში კომპანია 3D WASP 3D პრინტერის მეშვეობით მცირე ზომის სახლებს 100 საათში აშენებს. კომპანიის განმარტებით, 30 კვ.მ. ზომის სახლის ასაშენებლად მხოლოდ და მხოლოდ 3D პრინტერი და 2 ადამიანია საჭირო.

კომპანია 3D WASP უახლესი 3D პრინტერის შექმნაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, საბოლოოდ კი მათ შექმნეს თანამედროვე ტექნოლოგია, რომელსაც სახლის ასაშენებლად და ყველა საჭირო დეტალის დასამზადებლად რამდენიმე დღე სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 3D WASP-ის მიერ აშენებული სახლის ღირებულება მხოლოდ 900 ევროს შეადგენს.

ამასთანავე, პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ სახლი მთლიანად ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მასალებისგან - თიხისგან, ბრინჯის ჩალისა და ხისგან მზადდება.

პროექტის შემქმნელების თქმით, სახლი ტემპერატურას მაქსიმალურად ინარჩუნებს.

img-snap02104-m-1611740494.jpg

img-snap02105-m-1611740527.jpg

img-snap02106-m-1611740551.jpg

ბექა ბერიაშვილი