1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8980 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8980 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8986 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2214 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2154 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0060 ლარი შეადგინა.