5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს

ციფრული მოწყობილობების გამოყენება ბავშვებში ფართოდ არის გავრცელებული. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

ამასთან, ფონდის ცნობითვე, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 35% ელექტრონულ მოწყობილობებს დღეში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს, 21% კი - დღეში 2 საათზე მეტ ხანს.

მათივე ცნობით, 10-დან მხოლოდ 6 ბავშვს აქვს სახლში 3 ან მეტი საბავშვო წიგნი.

„5 წლამდე ასაკის ბავშვების 4% ამ კვლევის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე დატოვეს არასათანადო მეთვალყურეობის ქვეშ (მარტო ან 10 წლის ბავშვის მეთვალყურეობის ქვეშ) 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანი განსხვავება ფიქსირდება რეგიონებს შორის. გურიაში ეს მაჩვენებელი 2%-ს, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში 8%-ს შეადგენს“,-ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი