აჭარის გზების დეპარტამენტი - ხულოსა და შუახევში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს

აჭარის მაღალმთიანეთში თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, არსებულ ვითარებას მუნიციპალიტეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ადგილზე ეცნობიან.

"ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარის გაწმენდას 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.