ისანში მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორამციას შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების იცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური "სამგორის" მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.
„ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,- ნათქვამია განცხადებაში.