Tesla-ს აქციების ფასმა 500 დოლარს გადააჭარბა

კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასმა ამერიკის საფონდო ბირჟებზე ორშაბათს პირველად გადალახა 500-დოლარიანი ნიშნული ერთ ერთეულზე. NASDAQ-ის ინფორმაციით, თბილისის დროით 13 საათისთვის კომპანიის აქციაზე ფასი 517,14 დოლარამდე გაიზარდა, ეს კი 8,2%-იანი მატებაა.

როგორც ინტერნეტ პორტალი Market Insider-ი იუწყება, აღნიშნული განაპირობა ანალიტიკური კომპანია Oppenheimer-ის შეფასებამ, რომლის თანახმად Tesla-ს აქციებზე ფასმა შესაძლოა დროდადრო 612 დოლარს მიაღწიოს.

გაზეთი The Wall Street Journal აღნიშნულ შეფასებასთან დაკავშირებით წერს, რომ Tesla-ს გააჩნია საკვანძო უპირატესობები ელექტრომობილების სფეროში და აკუმულატორების წარმოებაში.

კოკა კვირკველია