2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით შემცირდა

„საქსტატი“ 2019 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წელს ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 0.8%-ით შემცირდა.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარი იყო (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარი (0.8 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წელს 5 291.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.