თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე, ეროვნული ბანკის ოთხი თანამშრომელი დაიკითხება.
სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო შოუდ გადაიქცა და უკვე დიდი ხანია პროცესებზე სიტყვა "ფულის გათეთრების" ხსენება არ ყოფილა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისი თქმით, ბრალდების მხარეს მოწმე, რომელიც მათ სავარაუდო დანაშაულს დაამტკიცებდა, არ ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის 3 შემმოწმებელი დაიკითხა, რომლებმაც „თიბისი ბანკში“ შემოწმება 2018 წელს ჩაატარეს.