მეხანძრე-მაშველების გარკვეულ დანაყოფებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ

მეხანძრე-მაშველების გარკვეულ დანაყოფებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ.

აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებში, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე-მაშველები შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნენ სადღეღამისო ულუფით.

აღნიშნული ბრძანება 2020 წლის 13 იანვრიდან ამოქმედდა.