ვენესეულაში ფასების მატების ინდექსმა 2019 წლის განმავლობაში 7374,4% შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტი ავრცელებს.
„კომიტეტმა გამოაქვეყნა ყოველთვიური ინფორმაცია ინფლაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციამ 33,1% შედგინა, წლიურ გამოხატულებაში კი 7374,4%“ - აღნიშნულია კომიტეტის „ტვიტერის“ გვერდზე.
როგორც ცნობილია, ბოლო წლების განმავლობაში ვენესუელა მწვავე სოციალურ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რომელსაც თან ახლავს ჰიპერინფლაცია, ნაციონალური ვალუტის დევალვაცია და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი. გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა 4,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა, ხოლო 2020 წელს მათი რიცხვი შესაძლოა, 6,5 მილიონამდე გაიზარდოს.